მწვანე სახლის შესახებ
მწვანე სახლი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის.
“მწვანე სახლი იმიტომ შეიქმნა, რომ ბავშვებმა დაბადებიდანვე შეძლონ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ხოლო მშობლები ადვილად გაუმკლავდნენ შვილებთან დაკავშირებულ ყოველდღიურ სიძნელეებს..
..ის არც საბავშვო ბაღია, არც საბავშვო ოთახი და არც სამკურნალო ცენტრი. იგი დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, მომვლელებს მასპინძლობს, სადაც მათი პატარები მეგობრებს შეიძენენ.” -
წერდა ფრანსუაზ დოლტო, ფრანგი პედიატრი, ფსიქიატრი და ფსიქოანალიტიკოსი, რომელმაც პირველი მწვანე სახლი 1979 წელს გახსნა პარიზში.
თბილისის მწვანე სახლიც ფრანგული მოდელით და ქართული რეალობის გათვალისწინებითაა შექმნილი.
მწვანე სახლში ბავშვებს ხვდებათ თავისუფალი გარემო, სადაც პატარებს შეუძლიათ თავისუფლად ითამაშონ, (მხოლოდ რამდენიმე წესის დაცვით), ხოლო უფროსები გახსნილად საუბრობენ საკუთარ გრძნობებზე და ბავშვის პრობლემებზე.
აქ ერთდროულად 10-12 ბავშვის მიღება და საჭირო ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაა შესაძლებელი. ფრანგული მწვანე სახლისგან განსხვავებით თბილისის მწვანე სახლი იღებს ყველა პატარას: პრაქტიკულად ჯანმრთელებს, მცირე ხასიათობრივი პრობლემებით, (სიჯიუტე, ცელქობა, ჭირვეულობა და ა.შ.), და სერიოზული ფსიქიკური პრობლემების მქონეებს (აუტისტური სპექტრი, განვითარების შეფერხება, ფსიქოზი, აკვიატებული ნევროზი, დეპრესია და ა.შ.).
ბავშვი თავისი ბუნებრივი ქცევით, თამაშით, მიმიკით, მანერებით, “სხეულის ენით” საკუთარ ხასიათს, შფოთს, შიშს თუ სხვა პრობლემას გამოხატავს. ჩვენ, ფსიქოლოგები, თითოეულ მათგანს ვუსმენთ, თითოეულის ქცევის შინაგან მიზეზს ხმამაღლა, მშობლის და ბავშვის გასაგონად ვხსნით. სხეულის ენის გაგებამ და სიტყვით გადმოცემამ შეიძლება სრულიად შეცვალოს ბავშვი იმ შემთხვევაშიც კი, როცა საქმე უკვე ღრმა ფსიქიკურ დაავადებასთან გვაქვს..
ეს არის თერაპიული მიდგომა, რომელიც ყველასთვის შედეგიანია და ბავშვის და დედის ემოციურ მდგომარეობას, ურთიერთდამოკიდებულებას და სოციალურ უნარებს აუმჯობესებს. სერიოზული პრობლემის შემთხვევაში კი ბავშვს და დედას დამატებით ინდივიდუალური საათები ენიშნებათ. მწვანე სახლის შედეგები თვალსაჩინოა ბავშვის მძიმე ფსიქიკური პრობლემის შემთხვევაშიც კი (იხ. სტატია “ერთი შემთხვევა მწვანე სახლის ისტორიიდან” ).

მწვანე სახლი მუშაობს ყოველდღე, კვირის გარდა. სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი ბავშვებისა და მშობლების ჯგუფური მიღების დღეა, ხოლო ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი ინდივიდუალური მიღებისთვისაა განკუთვნილი.