ჩვენი ცენტრი არის ფსიქოლოგიური სივრცე, რომელიც ეხმარება ადამიანებს ცხოვრების
გამოწვევებთან გამკლავებაში. ჩვენ ვქმნით უსაფრთხო გარემოს, სადაც შესაძლებელია
ემოციების გაზიარება და პიროვნული ზრდა.
ჩვენი მიდგომა
ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია დაფუძნებულია თანამედროვე მეთოდებზე და
ადამიანზე მორგებულ პრაქტიკაზე.
ჩვენი გუნდი
გამოცდილი სპეციალისტები მუდმივად მუშაობენ თქვენი კეთილდღეობისთვის.
01/03
თერაპიები
პრევენციული ჯგუფური თერაპია 0-დან 4 წლამდე
კონსულტაცია ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის
ინდივიდუალური ფსიქოთერაპია
ჯგუფური თერაპია
სპეცპედაგოგის მომსახურეობა
ადრეული განვითარების პროგრამა
ცეკვითი თერაპია
ქვიშით თერაპია
მუსიკით თერაპია
სუპერვიზორები
მწვანე სახლს დაარსებიდან დღემდე სუპერვიზიას უწევს ფრანგული ასოციაცია Espace Analytique -ის ფსიქოლოგები, ფსიქიატრები და ფსიქოანალიტიკოსები
ოლივიე დუვილი
სუპერვაიზორი
კლოდ ბუკობზა ✞
სუპერვაიზორი
ᲙᲐᲢᲠᲘᲜ ᲡᲐᲚᲐᲓᲔᲜᲘ
სუპერვაიზორი
მუშაობის სპეციფიკა
“მწვანე სახლი” ეყრდნობა ფრანგული ფსიქოანალიტიკური, ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის მრავალწლიან, მდიდარ გამოცდილებას.
ინსტიტუციის მიზანია ბავშვთა ფსიქიკური დარღვევების პრევენცია, სისტემური ჩარევა ადრეულად გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სანამ პრობლემა გაღრმავდება და რთულ, კომპლექსურ პათოლოგიად ჩამოყალიბდება. ხოლო უკვე ჩამოყალიბებული დარღვევების შემთხვევაში კი მკურნალობა-რეაბილიტაცია.
„მწვანე სახლის“ ფსიქოლოგები მუშაობენ სხვადასხვა სირთულის ემოციური, კომუნიკაციის, ქცევის, მეტყველების, განვითარების დარღვევების და სხვა პრობლემების მქონე პატარებთან, მათ შორის აუტიზმისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის დროს.
თბილისის მწვანე სახლის ფუნქციონირება და კლინიკური მუშაობა ემსახურება, შემდეგს: