მწვანე სახლი

ჩვენს შესახებ

მწვანე სახლი ბავშვთა და მოზარდთა  ფსიქოლოგიური მომსახურების  ცენტრია, რომელიც 2006 წელს ქართველი და ფრანგი ფსიქოლოგებისა და ფსიქოანალიტიკოსების ერთობლივი თეორიული და კლინიკური მუშაობის საფუძველზე დაარსდა. თავდაპირველად ის ბავშვთა ფსიქიკური განვითარების დარღვევების პრევენციის მიზნით შეიქმნა,  ფრანგი პედიატრის, ბავშვთა ფსიქიატრისა და ფსიქოანალიტიკოსის – ფრანსუაზ დოლტოს  „La Maison Verte“ (მწვანე სახლი) მოდელით. შემდგომში  კი მწვანე სახლის  მომსახურება გაფართოვდა   და დღეს პრევენციასთან ერთად ის უკვე სხვადასხვა  თერაპიულ სერვისს სთავაზობს  ბავშვებს, მოზარდებს და მათ მშობლებს.

თერაპია და პრევენცია  მწვანე სახლში ძირითადად  ფსიქოანალიტიკური თერაპიის  პრინციპებს ეფუძნება. ამით ის გამორჩეული და უნიკალურია ჩვენში არსებულ ცენტრებს შორის. ზოგადად,   ფსიქოანალიზი    მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს და    ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს.  ფსიქოანალიტიკური მიდგომა აღიარებს და ითავსებს ყველა იმ თერაპიულ თუ სასწავლო მიდგომებს, რომელიც ბავშვებსა  და მოზარდებს არაძალადობრივი ფორმით ეხმარება   და    მათ პიროვნულ, ინდივიდუალურ თავისებურებებს ითვალისწინებს. შესაბამისად,  კლასიკურ ფსიქოთერაპიასთან ერთად მწვანე სახლიც  ბავშვებსა და მოზარდებს სთავაზობს არტთერაპიას, ქვიშით თერაპიას, ცეკვის (მოძრაობის) თერაპიას, სპეციალური მასწავლებლის მომსახურებას და სხვ. ეს თერაპიები ინდივიდუალურადაც ტარდება და ჯგუფურადაც. სერვისები დიფერენცირებულია ასაკის, დიაგნოზის და სხვა ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით.

განვითარების დარღვევების  პრევენციაა. (ფ.დოლტოს მოდელი).  ჩვენში ამ სერვისს მხოლოდ   მწვანე სახლი  ინარჩუნებს  ჯგუფურ სერვისს 0-დან 4 წლამდე ბავშვებისთვის, რომელიც პატარებთან ერთად  მშობლებს და ოჯახის სხვა წევრებსაც ემსახურება და რომლის მიზანიც ბავშვთა ფსიქიკური მწვანე სახლში შეხვდებით, მაგრამ  გავრცელებული და  პოპულარულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

დაარსებიდან დღემდე  ფსიქოანალიტიკოსები ფრანგული ასოციაციიდან Espace Amalytique სისტემურ პროფესიულ დახმარებასა და სუპერვიზიას უწევენ მწვანე სახლის გუნდს.  

სუპერვიზიაზე განიხილება რომელიმე კონკრეტული შემთხვევა, ანონიმურობის დაცვით.  2000 წლიდან დღემდე  ფრანგი სპეციალისტები ყოველწლიურად სტუმრობენ   მწვანე სახლს   თბილისში,  ეცნობიან მის კლინიკურ მუშაობას, იმართება დისკუსიები და თეორიული სემინარები.

ფრასუაზ დოლტო

(1908 – 1988).
დიდი ფრანგი პედიატრი, ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი.

საფრანგეთში ბავშვთა ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. საყოველთაოდ ცნობილი გახდა თავისი პირადი პრაქტიკით და საოცარი შედეგებით, აგრეთვე მრავალი ნაშრომით, კლინიკური ესეებით, სემინარებით და რადიოსაუბრებით.

მან 1937 წლიდან დაიწყო პრაქტიკული მოღვაწეობა. ფსიქოანალიზის მეთოდით ის მუშაობდა ჩვილებთან სამშობიაროებში და ჩვილ ბავშვთა სახლებში. ეს უცნაური ნოვაცია იყო იმდროინდელ პარიზში და დოლტოს ბევრი კრიტიკოსი და მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. თუმცა მიღებულმა შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

დოლტო თავისი საუბრებით კურნავდა სხვადასხვა ფსიქოსომატურ სიმპტომს ახალდაბადებულებთან: ალერგიებს, ასთმურ შეტევებს, ანურექსიას, აპათიას და სხვა მრავალს. იყო არაერთი შემთხვევა, როცა მან განწირული ბავშვი გამოიყვანა მდგომარეობიდან. ამ შედეგებმა სამეცნიერო და პროფესიული წრეები აალაპარაკა და დოლტო საოცრად პოპულარული გახდა.

ფრანგებმა მას “ჯადოქარი” შეარქვეს. ბავშვთა ფსიქო-ფიზიკური სიჯანსაღე, სოციალურ ცხოვრებასთან მათი ადაპტაცია იყო ფრანსუაზ დოლტოს შესწავლის და ზრუნვის საგანი. ბავშვის ფსიქიკის ღრმა ცოდნასთან ერთად მას საოცარი ინტუიცია ჰქონდა.

ის თითქოს “გრძნობდა” ბავშვს და ყოველთვის მის ინტერესებს იცავდა. დოლტო თვლიდა, რომ ბავშვი მუცლადყოფნიდანვე სოციალური არსებაა და მას თავიდანვე გასაგებად უნდა ვესაუბროთ, თავიდანვე უნდა ვაღიაროთ მისი, როგორც პიროვნების სურვილები და ინტერესები.

წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ბავშვის ტრამვირება, რაც გავლენას ახდენს მის შემდგომ განვითარებაზე და შეიძლება უმძიმესი შედეგიც კი მივიღოთ. დოლტოს ბევრი მოსაზრება უკვე ექსპერიმენტულადაც დადასტურდა.

1979 წელს დოლტომ პირველი მწვანე სახლი გახსნა პარიზში. დღესდღეობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 300-ზე მეტი მწვანე სახლია.

ფრ.დოლტოს ნაშრომებია: “ფსიქოანალიზი და პედიატრია”, “ფსიქოანალიტიკური საშიშროებანი”, “მთავარია მეტყველება”, “ბავშვების შესახებ”, “მარტოობა”, “პატარა ქვეყანას მოევლინა” და მრავალი სხვა.