მწვანე სახლი

ჯგუფური თერაპია

რეკომენდებულია  7-დან 15 წლამდე ბავშვებისა და მოზარდებისთვის
იმ შემთხვევაში, როცა  ბავშვს ან მოზარდს აქვს   ქცევითი და ემოციური პრობლემები და ამის მანიფესტირებას ახდენს სახლსა თუ სკოლაში  ( აგრესიული ქცევა, სიმორცხვე, ადაპტაციის პრობლემები, მაღალი დაძაბულობა, შფოთვა …); ან შეინიშნება  აგრესიული და ძალადობრივი განწყობები, ჰიპერაქტიურობა, ჩაკეტილობა, კონფლიქტურობა, გაჯეტებზე მიჯაჭვულობა და სხვ. ეფექტიანია მძიმე ოჯახური  პრობლემების მქონე ბავშვებსა და მოზარდებშიც. 
მითოდრამა ჯგუფური ფსიქოთერაპიული მეთოდია, რომელიც 1993 წელს  შვეიცრიელმა ფსიქოლოგმა და ფსიქოთერაპევტმა, ალან გუგენბულმა შექმნა. მეთოდი გავრცელდა    შვეიცარიაში, შვედეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ჩინეთსა და იაპონიაში, 2009 წლიდან კი საქართველოშიც (მწვანე სახლის მითოდრამის თერაპევტები სწორედ ავტორის, ა. გუგენბულის მოსწავლეები არიან).  
   მითოდრამის მათავარ იდეას და თერაპიული ზემოქმედების იარაღს წარმოსახვის გააქტიურება და იმ შინაგანი ხატების, მითების, სცენარების გაღვიძება წარმოადგენს, რომლებიც ღრმად არის ჩაფლული ბავშვის, ზოგადად ადამიანის ფსიქიკაში და რომელთა გაცოცხლება-გამოღვიძებას თერაპიული ეფექტი აქვს. 
ბავშვები და მოზარდები ერთიანდებიან  ფსიქოთერაპიულ ჯგუფებში (არაუმეტეს 8-10 წევრისა), რომელსაც სამი ფსიქოთერაპევტი ხელმძღვანელობს. მითოდრამის შეხვედრები იმართება კვირაში ერთხელ, სეანსი მიმდინარეობს  1  საათისა და 50 წუთის განმავლობაში.  ციკლი კი 15 სესიისგან შედგება.