Skip to main content

მწვანე სახლი

ერთი შემთხვევა

„ჩემი გოგონა დაიბადა 2013 წლის 20 აგვისტოს.

2014 წლის სექტემბერში კონსულტაციაზე მივიყვანე ნევროლოგთან, მიზეზი:

ხშირი ტირილი ნაკლებად კონტაქტურობა, ჩაძინების, თვალის კონტაქტის და სახელის დაძახებაზე რეაგირების პრობლემა.

ნევროლოგმა დიაგნოსტიკაზე გაგვაგზავნა, სადაც რამდენიმე ტესტისა და პროცედურის შემდეგ დაუსვეს აუტიზმის დიაგნოზი და დაუნიშნეს ყოველდღიური, ინტენსიური ABA თერაპია, თუმცა ეს დიაგნოზი ოფიციალურად არ გაფორმდა, როგორც მითხრეს, მისი ასაკის გამო. მაშინ ბავშვი იყო წლის და 1 თვის.

ძალიან დიდი სტრესი იყო ეს ჩვენთვის, მშობლებისთვის. ინტერნეტით მოვიძიეთ ინფორმაცია აუტიზმის შესახებ, ძალიან ვინერვიულეთ და ამას ჩემი ჯანმრთელობის პრობლემის გამწვავებაც მოჰყვა.

მალევე ახლობელმა ფსიქოლოგმა გვირჩია ბავშვი გვეტარებინა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ – მწვანე სახლში.

2015 წლის თებერვლიდან, როცა ხელახლა გაიხსნა „მწვანე სახლი“ რემონტის შემდეგ, დავიწყეთ იქ სიარული კვირაში 3-ჯერ, ჯგუფურ თერაპიაზე. იქ გვითხრეს, რომ ჩემი გოგონა ძალიან პატარა იყო ამ დიაგნოზის მკაცრად განსაზღვრისათვის და თამაშისა და ურთიერთობების თერაპია მის მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებდა.

ბავშვი თავიდან არავის ეკონტაქტებოდა, არავის არ აქცევდა ყურადღებას და არ ერთვებოდა არცერთ თამაშში .და პროცედურაში.

მივყევით მწვანე სახლის რეაბილიტაციის კურსს. დახლოებით 1 თვის შემდეგ მას ჰქონდა აშკარა უკეთესობა. შეძლო თვალის კონტაქტის დამყარება, მეტნაკლებად ერთვებოდა თამაშებში და ცდილობდა კონტაქტს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი მიღწეული იქნა ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვისა და დაძაბული სწავლების გარეშე.

ბავშვს უკვე ძალიან დიდი პროგრესი აქვს: გამოუსწორდა ძილი, სახელის დაძახებისას ჩვეულებრივად რეაგირებს, ცდილობს პასუხი გაგვცეს კითხვებზე, თვითონაც სვამს კითხვებს, ადეკვატურია, გვბაძავს, იმეორებს მშობლებისა და ბავშვების საქციელს, მუსიკის გაგონებაზე ცეკვავს, მღერის, თვითონ შემოდის კონტაქტში. უკვე ლაპარაკობს და თამაშობს, ბავშვებთან ერთად ხატავს.

ამ დროისთვის აუტიზმის ყველა ნიშანი გამქრალია.

ძალიან მადლიერი ვართ მწვანე სახლის. რომ არა ეს ორგანიზაცია, არ ვიცი, როგორ განვითარდებოდა ჩვენი შვილი, სხვა შემთხვევაში ეს შედეგი დადგებოდა თუ არა“.