Skip to main content

მწვანე სახლი

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა აუტისტი ბავშვის მშობლებს წიგნიდან ”აუტისტი ბავშვი”

არ შეგეშინდეთ და აპათიურ ბავშვთან ურთიერთობა სცადეთ. შეიძლება, სწრაფი შედეგი ვერ მიიღოთ, მაგრამ მაინც ელაპარაკეთ.

• თავი ჩვილის ადგილას წარმოიდგინეთ. იფიქრეთ, რას შეიძლება გრძნობდეს თქვენი პატარა. რითი შეიძლება მისი დაინტერესება.

• თუ პატარა აქეთ-იქით ირწევა და არ იძინებს, ჩარევას ნუ მოერიდებით. ხელში აიყვანეთ და მაგრად ჩაიხუტეთ, რათა მან იგრძნოს, რომ თქვენმა სიყვარულმა მისიინდიფერენტულობის ბარიერი გაარღვია.

ბავშვების უმრავლესობას, მათ შორის აუტისტებსაც, უყვართ აბაზანის მიღება. ისარგებლეთ ამ წუთებით; წაუღიღინეთ, შეუღუტუნეთ, ჩაუყარეთ სათამაშოები … გასაქანი მიეცით თქვენს ფანტაზიას

და იქნებ სხვა სასიამოვნო ურთიერთობებიც შესთავაზოთ…

• გამოცვლისას (მიუხედავად იმისა, რომ პატარა კონტაქტს ერიდება) გაუკეთეთმასაჟი და თან უთხარით, რას უკეთებთ. უმღერეთ ან მოუყევით ნებისმიერი რამ, რამაც შეიძლება გაართოს.

• ხმამაღლა ელაპარაკეთ ყველაფერზე, რასაც გრძნობთ და განიცდით. თუნდაცბრაზსა და რისხვაზე. ამან შეიძლება თქვენი ურთიერთობა შეცვალოს.

• აუტიზმის წარმოშობის რომელ თეორიასაც არ უნდა ეყრდნობოდეთ, ნუ ჩათვლით, რომ თქვენი ბავშვი „იდიოტია“. ის უნარშეზღუდულია, მაგრამ ბევრად მეტი ესმის,ვიდრე თქვენ გგონიათ.

• არ შეგეშინდეთ და შეაჩერეთ აკვიატებული თამაში, აუტოაგრესიული ქცევა. სტერეოტიპების დარღვევით თქვენი პატარა შეიძლება ჩაკეტილობიდან ნელ-ნელა გამოიყვანოთ. თუ აღრიალდება, სხვა რამ შესთავაზეთ. არ მოეშვათ. აგრძნობინეთ, რომ თქვენ ის გაინტერესებთ. აუტისტ ბავშვს თქვენი სიმყარე სჭირდება, რაც საზღვრების პოვნაში დახმარება .

• ნუ ”გააკეთებთ” მის ნაცვლად. თუ რამეს ვერ ახერხებს, დაეხმარეთ, საქმე გაუადვილეთ, მაგრამ გახსოვდეთ, თავის საქმეს თვითონვე უნდა გაართვას თავი. გავიხსენოთ ერთი მშობლის ნათქვამი: „პიერი შვიდი წლისაა. ყველანი ვცდილობდით გამოგვენახა გზა, რათა მას მოთხოვნილებებისა და სურვილების გამოხატვა შეძლებოდა, შედარებით დამოუკიდებელი გამხდარიყო. მაგალითად, როცასწყურია, ვთხოვთ ჭიქა თვითონვე მოიტანოს. ასე ვიქცევით სხვა შემთხვევებშიც, ყოველდღიურად.“

• ნუ შეუსრულებთ ყველაფერს მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ ჰგავს სხვებს. თუ დანებდებით, თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთად გადაიქცევა. ბავშვი თავს მალევე იგრძნობს ყოვლისშემძლედ. ყოვლისშემძლეს კი არავინ ჰყავს, ვინც დაამშვიდებს. როგორც ყველა ბავშვმა, აუტისტმაც უნდა იცოდეს, რომ ყველაფრის უფლება არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ღრიალს მორთავს, ნუ შეშინდებით და პოზიციას ნუ დათმობთ, რადგან შემდგომში თქვენი ურთიერთობები ამაზე იქნება დამოკიდებული .

• თუ გაქცევა სურს, მკლავებში მოიქციეთ. ამ დროს თქვენი სხეული იცავს მას გარე აგრესიისგან და იმისგან, რასაც ძალადობრივად და სახიფათოდ განიცდის. სჯობს ახლა იბღავლოს, ვიდრე მისი აუტოაგრესიის უმწეო მომსწრენი გახდეთ მაშინ, როცა უკვე დიდი და ღონიერი იქნება. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია მიხვდეთ, თუ რამდენად შთანთქავს აუტისტი ბავშვი თქვენს ენერგიას.

• მაშინ, როცა ბავშვი საკუთარ თავს ზიანს აყენებს, თქვენ შიშს გამოხატავთ, ეს კი ბავშვის შიშებს კიდევ უფრო აძლიერებს. ამას თქვენი უმწეობის და დანაშაულის განცდაც ემატება.

ბავშვმა აუტოაგრესიული ქცევით მაშინაც კი შეიძლება შეგატყობინოთ საკუთარ შიში, როცა შიშის საფუძველი ნევროლოგიური ან მეტაბოლური დარღვევებია. შეიძლება თქვენც გქონიათ აუტოაგრესია ძლიერი შფოთვის დროს (მაგ. ფრჩხილების კვნეტა, თმის პუტვა, სისხლდენამდე ფხანა) და რატომ უნდა უარვყოთ, ასე ბავშვიც შეიძლება მოიქცეს?

• თუ გეგულებათ მყუდრო ადგილი, სადაც ბავშვთან ერთად მისვლას და პრობლემებზე საუბარს შეძლებთ, აუცილებლად ისარგებლეთ ამით.

• როცა აუტისტ ბავშვს განსხვავებულად ექცევით, საკუთარ თავს ჰკითხეთ, რატომ. ამ თემაზე სანდო ადამიანებსაც ელაპარაკეთ. რატომ ექცევით სხვანაირად?

განსხვავებულად მიდგომა მხოლოდ აძლიერებს პატარას მოთხოვნილებას, კიდევ უფრო განსხვავებულად მოიქცეს. სამყარო კი არ უნდა მოერგოს ბავშვს, პირიქით, ბავშვმა უნდა განიცადოს ადაპტაცია. ვერ უარვყოფთ, რომ თქვენს ბავშვს სხვებზე მეტი ყურადღება სჭირდება, რადგან მას ურთიერთობების პრობლემა აქვს, მაგრამ თვითშეწირვით მის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობთ.