მწვანე სახლი

თერაპიები

children-group

პრევენციული ჯგუფური თერაპია 0-დან 4 წლამდე​

ფრანსუა დოლტოს მოდელის მიხედვით

ემსახურება ფსიქიკური განვითარების დარღვევების პრევენციას ბავშვებში ადრეული ასაკიდანვე, სანამ ბავშვის მეტ-ნაკლები სიმძიმის პრობლემა გართულდება, ან შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ დედები, მამები, ბებია-ბაბუები ან ოჯახის სხვა წევრები. 

app_15653875

კონსულტაცია ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის​

პირველადი კონსულტაცია ბავშვთან ან მოზარდთან,  როგორც წესი, დედასთან ერთად ტარდება. სურვილის შემთხვევაში კონსულტაციას ესწრება მამა ან ოჯახის სხვა წევრი. თერაპევტი ისმენს ბავშვის პრობლემის ანამნეზს, აკვირდება დედა-შვილის თუ ოჯახის სხვა წევრების ურთიერთობებს. უსმენს ბავშვის დამოკიდებულებასა და რეაქციას თერაპევტისა თუ მშობლების ნათქვამზე.   კონსულტაციის დროს ბავშვისა და მშობლების საჭიროების, ინტერესებისა და  სურვილის გათვალისწინებით შეირჩევა შემდგომი სტრატეგია და მომსახურების ტიპი.

think_16119788

ინდივიდუალური ფსიქოთერაპია​

ინდივიდუალური კონსულტაციების მიზანია ბავშვისა და ოჯახის ისტორიის, განვითარების ეტაპების, შეფერხბებებისა თუ მნიშვნელოვანი ფსიქიკური და ბიოგრაფიული ასპექტების სიღრმისეული შესწავლა, დეტალური და სრული ანამნეზის ფორმირება და ამის შემდეგ, ანალიტიკური სამუშაოს წარმოება ბავშვთან ან მოზარდთან.

customer_5639123

ჯგუფური თერაპია

ყალიბდება ბავშვების ასაკისა და საჭიროებების მიხედვით და შესაბამისად, შეიძლება სხვადასხვანაირად ფუნქციონირებდეს. თუმცა ფსიქოემოციური დასტაბილურება და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თითოეულ ჯგუფში.

interview_16874520

სპეცპედაგოგის მომსახურეობა

გათვალისწინებულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც შეფერხება აღენიშნებათ სხვადასხვა კოგნიტური უნარის განვითარების კუთხით და მომზადება სჭირდებათ სკოლისთვის (ყურადღების კონცენტრაციის უნარი,  მოტორიკის, წერა-კითხვის, მასალის აღქმის, გადმოცემის, ანგარიშის და სხვ.).

self-control_13135388

ადრეული განვითარების პროგრამა

ემსახურება 7 წლამდე ბავშვებს მათთვის ბუნებრივ გარემოში (სახლში, საბავშვო ბაღში და სხვ).  გულისხმობს ბავშვის უნარების შეფასებას და დახმარებას გარემოსთან ადაპტაციაში,  ასევე დახმარებას მის ფსიქოემოციურ თუ სხვადასხვა უნარების განვითარებაში.

მწვანე სახლი არის  ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი მიმწოდებელი.

yoga_12847099

ცეკვითი თერაპია

ცეკვის (მოძრაობის)  თერაპია მოძრაობის მეშვეობით გვეხმარება ემოციურ, სოციალურ, კოგნიტურ ინტეგრაციაში; დადებითად აისახება ზოგად ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ის არ გულისხმობს ცეკვის ილეთების სწავლას, ის სრულიად იმპროვიზაციული ფსიქოთერაპიული  ტექნიკაა, სადაც პაციენტის იმპულსი თერაპევტმა უნდა აქციოს  მაკურნებელ ძალად.

sand-bucket_4753939

ქვიშით თერაპია

თერაპიული სესიების დროს ხდება ფსიქოლოგიური ტრავმის გამოკვეთა-განსაზღვრა და საბოლოო ჯამში, მისი გათამაშება თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში.

Sandplay მკურნალობის ეფექტურ მეთოდად მიიჩნევა ფსიქოლოგიური პრობლემების ფართო სპექტრთან მიმართებაში: ემოციური და ქცევითი პრობლემები, ADHD, შფოთვა, დეპრესია, ადიქცია, პოსტტრავმული სტრესი როგორც ბავშვებსა და მოზარდებში, ისე მოზრდილებში.

sign_15802921

მუსიკით თერაპია

როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური სეანსები.

ჯგუფები დიფერენცირებულია ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებებისა და ასაკის მიხედვით.

თითოეულ ჯგუფში მაქსიმუმ 5-6 ბავშვია გათვალისწინებული