Skip to main content

მწვანე სახლი

როგორ და როდის უნდა ვუთხრათ ბავშვს,რომ ნაშვილებია?

ეს თემა ყოველთვის მტკივნეული და მნიშვნელოვანი იყო მათთვის, ვინც თავიანთი შვილების ბიოლოგიური მშობლები არ არიან, თუმცა მასზე საჯაროდ ლაპარაკს თითქმის ვერ ბედავენ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ამაზე ბავშვებთან საუბარი გაბედა, ფრანსუაზ დოლტო იყო (პედიატრი, ბავშვთა ფსიქიატრი, ფსიქოანალიტიკოსი, 1908-1988). ის წერდა, რომ ბავშვობიდან ახსოვდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაობლებული თუ უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ბავშვები, შემდეგ მეორე მსოფლიო […]

39 ფრანგული პროფესიული ორგანიზაციის წერილი პრესას

მცდარია მოსაზრება, რომ აუტიზმი არის ნევროლოგიური დარღვევა. ცხადია, ჰიპოთეზა აუტიზმის ბიოლოგიური წარმოშობის შესახებ ანგარიშგასაწევია. მკვლევარები ინტენსიურად იკვლევენ ამ პათოლოგიის ნევროლოგიური ლოკალიზაციის საკითხს, ჰორმონალურ და გენეტიკურ წარმოშობას. მაგრამ ეს კვლევები არ იძლევა უფლებას, რომ აუტიზმის ორგანული წარმოშობა ერთმნიშვნელოვნად ვამტკიცოთ. აუტიზმის დროს საქმე ეხება სხვადასხვა პრობლემების ერთობლიობას, რომელთა მიზეზი სავარაუდოდ უნდა ვეძებოთ როგორც ორგანიკასა და ფსიქოპათოლოგიაში, ასევე […]

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა აუტისტი ბავშვის მშობლებს წიგნიდან ”აუტისტი ბავშვი”

არ შეგეშინდეთ და აპათიურ ბავშვთან ურთიერთობა სცადეთ. შეიძლება, სწრაფი შედეგი ვერ მიიღოთ, მაგრამ მაინც ელაპარაკეთ. • თავი ჩვილის ადგილას წარმოიდგინეთ. იფიქრეთ, რას შეიძლება გრძნობდეს თქვენი პატარა. რითი შეიძლება მისი დაინტერესება. • თუ პატარა აქეთ-იქით ირწევა და არ იძინებს, ჩარევას ნუ მოერიდებით. ხელში აიყვანეთ და მაგრად ჩაიხუტეთ, რათა მან იგრძნოს, რომ თქვენმა სიყვარულმა მისიინდიფერენტულობის ბარიერი გაარღვია. […]

Le diagnostic médical et son influence sur le travaille de la maison verte

Dans mon court exposé je voudrais parler de la Maison Verte, comme de l’institution qui fonction dans le discours médical et socioculturel tout à fait spécifique. Je vais décrire l’extérieur de la maison verte, son entourage au sein duquel elle existe à partir 2006. La maison verte est le lieu d’accueille qui a la position […]

Actualités sur le concept de TED

1995–96 წლებიდან მოყოლებული, ვსაუბრობთ განვითარების დარღვევებზე და არა აუტიზმზე. აუტიზმი აღარ შედის ფსიქიკურ აშლილობათა ჩამონათვალში, ის უნარშეზღუდულობად ჩაითვალა. ამის განსაზღვრა კი ფსიქიატრების კომპედენცია უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ, ერთ მშვენიერ დღეს ინფაქტის განსაზღვრება და მკურნალობა სახელმწიფომ რომ გვიკარნახოს. ეს დიდი მღელვარების მიზეზი გახდება, კარდიოლოგები უეჭველად ქუჩაში გამოვლენ. დღესდღეობით სახელმწიფომ თავს მოგვახვია როგორც შეცვლილი ტერმინოლოგია, ასევე კონცეპტუალური ცვლილება […]

ევა

ევას მშობლებმა მეზობლისგან გაიგეს ჩვენს შესახებ. ევა 11 თვის იყო. როცა პირველად მოვიდა, ჩემმა კოლეგამ მიიღო (ჩვენ მონაცვლეობით ვხვდებით მოსულებს. ეს ჩვენი პრინციპია). ჩემი კოლეგამ თქვა: „პატარები ყოველთვის საყვარლები არიან. მაგრამ… ღმერთო ჩემო, ასეთი მახინჯი ბავშვი, ღმერთო ჩემო!“ ამ სიტყვებმა თავზარი დამცა. ჩემი კოლეგა კარგი ფსიქოანალიტიკოსია, გამოცდილი და ასეთი სიტყვები?.. მსგავსი რამ მისგან არასდროს მსმენია. […]

ბრუნოს ამბავი

უაღრესად შთამბეჭდავი იყო ბრუნოს გამოჩენა. მშვენიერ, ელეგანტურ, მაგრამ ცოტა გაბღენძილ ახალგაზრდა ქალს –ბრუნოს დედას, ცალი ხელით საბავშვო ეტლით ბრუნო მოჰყავდა, მეორე ხელი ლუისისთვის, თავის 2 წლის ძმისშვილისთვის ჩაევლო, რომელიც მის ხელს მთელი ძალით თავისკენ ექაჩებოდა. შემოსვლისთანავე ბრუნოს დედა სავარძელში ჩაჯდა, ეტლი უკან მიიდგა. მოულოდნელად წამოხტა და ბავშვების გახდა დაიწყო. შემდეგ ჩამოჯდა, ბრუნო წინ დაისვა და […]

ბავშვის სიზმრები ფსიქოანალიზში

დღეს მე ვისაუბრებ ანალიზის დროს მიღებული ბავშვების სიზმრის მასალაზე და დავეყრდნობი ფროიდის ნაშრომს„სიზმრების ინტერპრეტაცია“, ასევე იმ ფსიქოანალიტიკოსებს,რომლებმაც იმუშავეს ბავშვებთან, ეყრდნობოდნენ რა საკუთარ თეორიებს. ბავშვი სწრაფად იგებს, ხშირად პირველი ინტერვიუს განმავლობაშიც კი, რომ ფსიქოანალიტიკოსთან ვიზიტი ნიშნავს – ელაპარაკო მას, ვინც გისმენს. ხშირად მშობლებს ბავშვები ფსიქოანალიტიკოსთან მიყავთ სიმპტომების გამო, რომელიც აწუხებს მშობლებს, ბავშვის გარემოცვასა და სკოლას.ეს სიმპტომები […]

ჰიპერაქტიური ბავშვი

ჩემს ახალგაზრდობაში ცოტათი აჟიტირებული, მოძრავი, ნერვიული ბავშვები ექიმთან მიჰყავდათ ხოლმე. რას აკეთებდა მაშინ ეს გაბედული ოჯახის ექიმი? ცეკვას ან ფარიკაობას ურჩევდა და ხშირად მსგავსი აქტივობა ხდებოდა დამამშვიდებელი ფაქტორი ბავშვისთვის. რამოდენიმე წლის შემდეგ, იმ ბავშვებისა და ჩვილებისთვის, რომლებსაც ძილის დარღვევები აღენიშნებათ, ფენერგანის(Phenergan), ან ნოპრონის(Nopron) გამოწერას ვიწყებთ. ორივე მედიკამენტი ანტიჰისტამინიკს (antihistaminiques) წარმოადგენს, რომელიც გარკვეულ რისკს შეიცავს – […]

ABA (ქცევის გამოყენებითი ანალიზი) და ადრეული ინტენსიური ინტერვენციების ხელახლა გააზრება

თუ აუტისტი ბავშვი გყავთ, ალბათ გსმენიათ ABA-თერაპიის (ქცევის გამოყენებითი ანალიზის) შესახებ. მიიჩნევა, რომ ეს არის საუკეთესო და ყველაზე ეფექტური ინტერვენცია აუტიზმის დროს. გარკვეულად შეიძლება ეს სიმართლეა, თუმცა დამოკიდებულია თქვენეული „ინტერვენციის“ განსაზღვრებაზე. თეორიულად ითვლება, რომ ABA თერაპიის (ქცევის გამოყენებითი ანალიზის), უპირატესობა საუკეთესო შედეგის მისაღწევად დამტკიცებულია. თუმცა, სამწუხაროდ, სინამდვილე არც ასეთი ვარდისფერია! ვიცით კი ნამდვილად, რა არის […]