ფსიქოანალიზი ბავშვებთან

ბავშვთა ფსიქოანალიზი, უფრო ზუსტად ფსიქოანალიზი ბავშვებთან, წარმოადგენს ფსიქიკური ცხოვრების შესახებ ფსიქოანალიტიკური თეორიის, კლინიკური კონცეპტების, ტექნიკისა და მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ფსიქოანალიზის (აგრეთვე ფსიქიატრიის) მიერ დაგროვილი ცოდნის გამოყენებას ფსიქიკური აშლილობების მქონე ბავშვებთან. ფროიდი ამბობს, რომ ბავშვი არის მოზრდილის მამა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვობის ასაკი, ბავშვის ურთიერთობა მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან, მთლიანად გარემოსთან და სოციუმთან, წარმოადგენს […]
ნიკას შემთხვევა

2008 წლის სექტემბრის დასაწყისში საფრანგეთის საელჩომ ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობის დახმარება შემოგვთავაზა. ეს დიდი პატივი იყო ჩვენთვის. თუმცა ცოტათი ვღელავდით. ჩვენ ხომ ფრანგი ფსიქიატრის, პედიატრისა და ფსიქოანალიტიკოსის – ფრ. დოლტოს ფსიქოანალიზის მეთოდით ვმუშაობდით ძირითადად რთული ფსიქიკური პრობლემების მქონე ბავშვებთან. შევძლებდით კი ექსტრემალურ სიტუაციაში მყოფი ადამიანების დახმარებას? დღეს ვფიქრობთ, რომ შევძელით. ჩვენმა პრაქტიკამ კიდევ […]
ლუკას შემთხვევა

უამრავი წერილი თუ პოსტი იბეჭდება აუტიზმზე და ხშირად გვხვდება ფრაზა – აუტიზმის სრულად განკურნება შეუძლებელია! ასე ითვლებოდა, როცა აუტიზმში მხოლოდ კანერის კლასიკური აუტიზმი იგულისხმებოდა და როცა 3 -4 წლიდან იწყებდნენ ბავშვთან მუშაობას. მაგრამ დღეს ხომ აუტიზმის ცნება გაფართოებულია, აუტისტურმა სპექტრმა მოიცვა სხვა დარღვევებიც რომლებიც სხვადასხვა სიმძიმისაა და შეიძლება არსობრივადაც განსხვავდებოდეს კანერის აუტიზმისაგან; დღეს ბავშვები, რომლებსაც […]
ერთი შემთხვევა

„ჩემი გოგონა დაიბადა 2013 წლის 20 აგვისტოს. 2014 წლის სექტემბერში კონსულტაციაზე მივიყვანე ნევროლოგთან, მიზეზი: ხშირი ტირილი ნაკლებად კონტაქტურობა, ჩაძინების, თვალის კონტაქტის და სახელის დაძახებაზე რეაგირების პრობლემა. ნევროლოგმა დიაგნოსტიკაზე გაგვაგზავნა, სადაც რამდენიმე ტესტისა და პროცედურის შემდეგ დაუსვეს აუტიზმის დიაგნოზი და დაუნიშნეს ყოველდღიური, ინტენსიური ABA თერაპია, თუმცა ეს დიაგნოზი ოფიციალურად არ გაფორმდა, როგორც მითხრეს, მისი ასაკის გამო. […]
შიოს შემთხვევა

შიო (სახელი შეცვლილია) ზუსტად 3 წლის იყო, როცა დედამ ჩვენთან მოიყვანა. მანამდე გამოკვლევებზე იყო, ერთ ცენტრში აუტისტური სპექტრი უთხრეს, მეორეში – აუტიზმი. სხვაგან არ უვლია, პირდაპირ ჩვენთან მოვიდა. პირველ შეხვედრაზე ბავშვი მშვიდად იყო, ცდილობდა, დედას არ მოსცილებოდა. მე არ დამეკონტაქტა, მაგრამ სათამაშოებმა დააინტერესა. არ ლაპარაკობდა, ძალიან „მიწებებული“ იყო დედაზე და ჰქონდა ბევრი აკვიატებული და რიტუალური […]
